,,დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ”- ბეთ ვან შააკი

,,შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ,”- ამის შესახებ გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ბეთ ვან შააკმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ცნობები შეკრული ხელებით მოკლული პირების შესახებ; ცნობები იმის შესახებ, რომ ცხედრებს წამების ნიშნები აქვთ, ასევე შემზარავი ინფორმაცია ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩის განმარტებით, აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენმა და დამკვეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულებების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ. ჩვენი მარტივი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ასეთია: მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ,“- განაცხადა ბეთ ვან შააკმა.

მსგავსი თემები