,,პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები”- ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

,,მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები,” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პატიმრებთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პენიტენციურ დაწესებულებას უნდა მიმართონ.

„მე არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება, პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც, შეგიძლიათ, ნებისმიერი კითხვით მიმართოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ადამიანი კარგავს კუნთს“ – კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

მსგავსი თემები