„ადამიანი კარგავს კუნთს“ – კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი ექიმთა კონსილიუმი მედიას ხვდება და  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აცნობს. როგორც კონსილიუმის წევრები აცხადებენ, სახეზეა ყველა ის სიმპტომი, რომელიც ზოგადი შიმშილობისთვისაა დამახასიათებელი.

„კუნთოვანი მასა გაუნახევრდა. ცილას რადგანაც არ იღებს, ადამიანი უკვე კარგავს კუნთს, იმ საშენ მასალას, რითაც ორგანოებია აშენებული. უკვე 8 კილო დაიკლო და აქედან, ძირითადი არის კუნთოვანი მასა, რაც საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. თვეში 8 კილო პროტეინული მასის კარგვა თუ გაგრძელდა, ძალიან ღრმა ნუტრიციის ფაზაში გადავა. ასევე, გამოხატული ჰქონდა ვიტამინების დეფიციტი და ეს იგივე რჩება. რადგანაც არ იღებს არც ვიტამინებს და არც ხორცის პროდუქტებს, გამოხატულია ზოგადი შიმშილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“ – აცხადებენ კონსილიუმის წევრები.

ექიმები ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის რეკომენდაციას იძლევიან.

„სახეზეა ცილოვანი შიმშილი, მდგომარეობა გაუარესებულია“ – კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

მსგავსი თემები