,,კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი თვლის, რომ ომის დიპლომატიური გზებით დასრულება შესაძლებელია. მისი განცხადებით, აშშ-ის მიზანია, დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა,  უკუაგდოს რუსეთის აგრესია და გაიმყაროს საკუთარი პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აჩქარებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და ეს პროცესი მოიცავს 72 საათს, მას შემდეგ, რაც უკრაინა დახმარებას მოითხოვს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა მამაცური ბრძოლით შეძლეს კიევისთვის ბრძოლის მოგება.

„ტერიტორია, რომლის დაკავებასაც ორი თვის წინ რუსეთის მთავრობა თვლიდა, რომ რამდენიმე კვირაში დაიკავებდა, დღეს სრულიად ეკუთვნის უკრაინას. კიევში ჩვენ ვნახეთ ქალაქის გამოცოცხლების ნიშნები: ხალხი ქუჩაში მიირთმევდა, ისხდნენ სკამებზე, სეირნობდნენ. ჩვენ საკუტარი თვალით ვნახეთ, რომ კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი თემები