,,ქართულ ოცნებაში”  ივანიშვილის აუდიოჩანაწერის წარმომავლობის დადგენას ითხოვენ

“ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ. მმართველი გუნდის დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე  მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ჩანაწერის წარმომავლობის დადგენა.

,,თუ ოპოზიცია გამოიყენებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ უფლებას და ინტერპელაციით დაიბარებს პრემიერ-მინისტრს, საკანონმდებლო პროცედურა როგორც არის ისე განხორციელდება ყველაფერი. ჩანაწერთან დაკავშირებით მე საერთოდ ისეთი პოზიცია მაქვს, საჭიროა გაცხადდეს მართალია ეს ჩანაწერი თუ არა და საიდან იქნა ის მოპოვებული”, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მსგავსი თემები