,,არც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სურვილი, გარედან მოვიწვიოთ თავმჯდომარე”- რომან გოცირიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გიორგი მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ, სრული აბსურდია და ეს უკვე დადასტურდა. პარტიაში განმარტავენ, რომ თემა “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გადასაფარად გამოიყენა.

“ბიძინა ივანიშვილისა და ოლიგარქის საუბრის გადაფარვა უნდოდათ, რაღაც თემები შემოაგდეს და ეგონათ, ამას აიტაცებდა მთელი მსოფლიო. არ არის ეს სერიოზული საკითხი – მარგველაშვილსაც არ უნდა და არც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სურვილი, გარედან მოვიწვიოთ თავმჯდომარე. ჰყავს პარტიას მშვენიერი თავმჯდომარე,”-აცხადებს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი თემები