რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ადასტურებს..

„ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს. უკვე გამოყენებულია 1 000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად, 1 300-ზე მეტი რაკეტა“, – აცხადებს ანა მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.

მსგავსი თემები