პუტინი „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროებისგან იარაღის დაყრას ითხოვს

რუსული მხარე თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კრემლში განმარტავენ, პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანთან მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე ისაუბრა და საკუთარი პირობაც წამოაყენა.

როგორც კრემლში განმარტავენ, პუტინის თქმით, კიევმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს.

„საუბარია უკრაინელ სამხედროებსა და ნაციონალისტური ბატალიონების “ბოევიკებზე”, რომლებიც ბლოკირებულნი არიან „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. კიევის ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს ჰუმანური მოსაზრებებით და უბრძანოს, დაყარონ იარაღი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რუსული მხარე ავრცელებს.

ერდოღანმა და პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს

მსგავსი თემები