გაერო მზადაა, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია საკუთარ თავზე აიღოს

მოსკოვში მყოფი  გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მზადაა, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უზრუნველყოს. ამისთვის კი რუსეთის თანხმობას ელოდება.

როგორც ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად.

„გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევა გაერო, წითელი ჯვარი, რუსული და უკრაინული მხარე, რომლიც იმუშავებს უსაფრთხო დერეფნის მოწყობის გზების ძიებაზე, რაც მოიაზრებს ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას, რომ გარანტირებული იყოს ამ დერეფნების ეფექტურობა“, – განაცხადა გუტერეშმა მოსკოვში.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების შესაძლებლობა ყველამ უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, მათ უნდა გადაწყვიტონ სად ურჩევნიათ ევაკუაცია.

აღნიშნული განცხადება გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთი პრობლემას ისევ ნატო-ს გაფართოებაში ხედავს

მსგავსი თემები