„პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ“ – ბიძინა ივანიშვილი

 

მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეცვლას არ გეგმავს.

​როგორც პარტიის თავმჯდომარემ დღეს გამართული ყრილობის დასრულების შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნდა გადაწყვიტა, ერთ-ერთი მიზეზი გუნდში არსებული დაპირისპირებაა.

ბიძინა ივანიშვილის აზრით, დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მით უმეტეს, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის, თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა.

„ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით გარკვეული დაპირისპირება დაიწყო, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს. სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მით უმეტეს, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის, თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ – მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები