,,მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს.

„პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა ბირთვულს, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად“, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინი ბირთვული ომის მიმართ შიშს იყენებს და ამიტომ, უფრო ხშირად იყენებს ბირთვულ მუქარას.

„ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა „ბირთვული იარაღი“. და თუ ამას გააკეთებენ, პრობლემებს მიიღებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი თემები