უკრაინაში შესაძლოა მარცვლეულის მოსავალი 20%-ით შემცირდეს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მარცვლეულის მოსავლის 20%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. აღნიშნული ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში მოსავლის შემცირება საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

უკრაინა მსოფლიოში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სიდიდით მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.

მსგავსი თემები