,,ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ”- ნინო წილოსანი

„ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მცირე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის ახალი პროგრამით მოხდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და აგრარულ სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირებისთვის“, – ამის შესახებ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და 300 ათასზე მეტ ფერმერს დაეხმარება.

„პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სუბსიდირების მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარის ოდენობით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე მიწის მესაკუთრეები და განსაკუთრებული აქცენტი მცირე ფერმერებზე კეთდება. ასევე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარები ვალდებული იქნებიან, ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდნენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მსგავსი თემები