ვირუსით 62 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 576  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 104  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.35%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 375-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.

 

მსგავსი თემები