„ნახეთ, როგორ ექცევა ზელენსკი მოლაპარაკების პროცესს“ – რუსეთი მოლაპარაკების ჩაშლაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზელენსკი მოლაპარაკებას არასერიოზულად ექცევა.

„რეალურად, უკრაინელ მომლაპარაკებლებს, ჩვენ, შეთანხმების განახლებული ვერსია გადავეცით  და ველოდებით მათ შემდგომ კომენტარს. ერთი კვირაა მათ ველოდებით. დაახლოებით 5 დღის უკან კი, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არაფერი მიგვიღია, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებაო. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ექცევა ის მოლაპარაკებებს. თუმცა, ყოველთვის აცხადებს, რომ მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას. ნებისმიერ მოლაპარაკებაში, საბოლოოდ, ყველაფერი შეთანხმებით სრულდება, თუმცა, პარამეტრები განისაზღვრება სამხედრო მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც ეს შეთანხმება რეალობად იქცევა“ – აცხადებს ლავროვი.

მსგავსი თემები