რუსეთი მზაობას აცხადებს, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი გახსნას

რუსული მხარე თანახმაა, „აზოვსტალიდან“ ე.წ. მწვანე დერეფანი დღეს გახსნას. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. მათი ინფორმაციით,  მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეებს გაუშვებენ.

„მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „აზოვსტალის“ დატოვებისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ჯგუფების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად გამოიყენონ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესის დასაწყებად, ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინულმა მხარემ თეთრი დროშები უნდა აღმართონ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, ჯერჯერობით, განცხადების იქით, რუსულ მხარესთან რანაირი შეთანხმება, მოსახლეობის გამოსაყვანად მიღწეული არ არის.

უკრაინა „აზოვსტალში“ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების მოლოდინშია

მსგავსი თემები