უკრაინა „აზოვსტალში“ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების მოლოდინშია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არის მოლოდინი, რომ რუსეთი, რომელიც „აზოვსტალის ქარხანას“ ვერ იღებს, ეს ქიმიური იარაღის გამოყენებით შეძლოს.

„საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ მიწის ზედა ნაწილი მთლიანად განადგურებულია. მიწის ქვეშ, გვირაბში კი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი რჩება. რუსეთმა ქარხანაში მყოფ სამხედროებს „მწვანე დერეფანი“ სამჯერ შესთავაზა, თუმცა ერთი პირობით – მათ იარაღი უნდა დაეყარათ და რუსებს ჩაბარებოდნენ.

მსგავსი თემები