რუსები უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები უკრაინელი ტყვეებით ვაჭრობენ. კერძოდ, როგორც პოდოლიაკი აცხადებს, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ.

მიხაილო პოდოლიაკი ვიდეოსაც ავრცელებს,  რასაც ოკუპანტის ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს უგზავნიან. თუ ტყვეების დედები ჯარისკაცებს გამოსასყიდს არ გადაუხდიან, და ეს გამოსასყიდი 5 000 ევროა, მათი შვილი მოკვლით იმუქრებიან.

მსგავსი თემები