„ბრძოლა კიევისთვის მოგებულია“ – ენტონი ბლინკენი

უკრაინიდან დაბრუნებული ამერიკის სახელმწიფო  მდივანი ენტონი ბლინკენი ჟურნალისტებს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან შეხვდა. როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის დელეგაციას შორის შეხვედრა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და არაერთი საკითხი განიხილეს.

ამერიკული დელეგაცია უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, მატარებლის ფანჯრებიდან ბევრი ვერაფერი ნახეს, თუმცა, კიევის ქუჩები სავსე იყო ომის სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებებით.

„რუსული სისასტიკე ყოველდღე საშინელებებს მართებს ადამიანებს“, – აღნიშნა ბლინკენმა მედიასთან. მისივე თქმით, უკრაინამ კიევისთვის ბრძოლა მოიგო და ასეც იქნება.

 

მსგავსი თემები