„მადლობა აშშ-ს უპრეცენდენტო დახმარებისთვის“ – პრეზიდენტი ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და შტატებს უპრეცენდენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

როგორც ვოლოდიმერ ზელენსკი განმარტავს, მარალი დონის შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა უკრაინის თავდაცვის გაძლიერება,   ფინანსური მხარდაჭერაა, უსაფრთხოება და სანქციები რუსეთის მიმართულებით.

მსგავსი თემები