„აზოვსტალის“ ქარხანაზე დარტყმები გრძელდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მიუხედავად, „ერთმორწმუნე რუსეთი“ უკრაინაზე შტურმს აგრძელებს. რუსმა სამხედროებმა  მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი ისევ განაახლეს და დაბომბეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის, ალექსი არესტოვიჩის განაცხადებით, აქტიური საჰაერო შეტევები მიმდინარეობს.

რუსეთი „აზოვსტალზე“ შეტევას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყვეტს – უკრაინამ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს და სამხედროები ჩაბარდნენ.

მსგავსი თემები