„არ არის მარტივი ციხიდან ადამიანის გათავისუფლება გაწერილი დღის წესრიგით“ – მელია სააკაშვილზე

„დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმესვლიანი კომბინაციის გათამაშებით, შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა, ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ხალხო“, – აცხადებს ნიკანორ მელია. მისი თქმით, ამ გეგმის მისაღწევად აქტიურად მუშაობს ქვეყნის გარეთ.

„არ არის მარტივი ციხიდან ადამიანის გათავისუფლება გაწერილი დღის წესრიგით. ეს არის სიმართლე, მაგრამ ძალისხმევა რომ ამას არ აკლდება, ეს არის ფაქტი. ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ჩანს და არც გამოჩნდება. იმ შეხვედრების პერიპეტიებზე, რაც გაიმართა უკრაინაში, მე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა მელიამ.

მისივე შეფასებით, ძირითადად სამუშაო უცხოელ პარტნიორებთანაა და ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

„მე, რომ არა ჩვენი პარტნიორების აქტიურობა, დღესაც ციხეში ვიჯდებოდი. სამწუხაროდ, ახლა ამას ვერ ვხედავთ ჩვენ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მაშინ ერთი წერილიც კი არ მიგვიწერია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოყვა ის რეაქცია, რაც მოყვა. დღესაც ციხეში ვიჯდებოდი, 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ“ – აცხადებს მელია.

მსგავსი თემები