ლიეტუვა ნატოს მეტ ჯარისკაცსა და თავდაცვას სთხოვს

​ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ნატოს მიმართავს და მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, ლიეტუვაში მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს.

პრეზიდენტმა ნაუსედამ აღნიშნული საკითხი ვილნიუსში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა.  მისი შეფასებით, აუცილებელია ნატო-ს ყოფნის გაძლიერება „სუვალკის დერეფანში“, რომელიც მდებარეობს ლიეტუვა-პოლონეთის საზღვარზე და ბელარუსს რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან აკავშირებს.

ლიეტუვას პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების საკითხიც განიხილა და  აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.

„ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები