“მსჯავრდებული სააკაშვილი, შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში

​პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამსახურში ამბობენ, სააკაშვილის ჯანმრთელობასა და არასათანადო მომსახურებაზე ინფორმაცია უსაფუძვლოა და მისი სამოქალაქო კლინიკაში ან საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი არ არსებობს.

„უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.

მ.სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდირებულ ფიზიკურ აქტივობაზე“ – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მსგავსი თემები