იაპონია კურილიის კუნძულებს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარებს

იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჩიხში შედის. იაპონიამ ოთხი კუნძული რუსეთის მხრიდან უკანონოდ აღიარებულად აღიარა, რასაც რუსეთის აგრესია მოჰყვა.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, ის ოთხი კუნძული, რომლიც რუსეთს აქვს დაკავებული და რუსეთი სამხრეთ კურილიას უწოდებს, „ჩრდილოეთის ტერიტორიებად“ მოიხსენია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ კუნძულებს ქვეყანა იაპონიის ტერიტორიებად განიხილავს, რომელზეც მას სუვერენული უფლება გააჩნია, თუმცა ამ ეტაპზე, ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

აღნიშნულს კრემლშიც გამოეხმაურნენ და იაპონია „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანეს.

რუსეთი იაპონიას „არამეგიბრულ ქვეყნად“ აცხადებს

 

მსგავსი თემები