რუსეთი იაპონიას „არამეგიბრულ ქვეყნად“ აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, იაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა. შესაბამისად, კრემლი მასთან მოლაპარაკების გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს.

პესკოვის გაღიზიანება იაპონიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულმა დოკუმენტმა გამოიწვია, სადაც კურილიის  კუნძულები რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად არის მოხსენიებული.

„როდესაც იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორიაა“ – განმარტავს პესკოვი.

 

მსგავსი თემები