ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა

თბი­ლის­შიჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, N359 ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რმა მგზავ­რი დაჭ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს.

რო­გორც, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, “სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში 65 წლის მა­მა­კაც­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მო­ქა­ლა­ქეს ორ­ჯერ ეს­რო­ლა. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა შე­ნიშ­ვნის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, როცა ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა 65 წლის კაცს მი­უ­თი­თა, რომ მისი ზურგჩან­თა უხე­შად ეხე­ბო­და მცი­რე­წლო­ვანს.

კაც­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ბიჭი არ შე­ეშ­ვა.

და­პი­რის­პი­რე­ბა 15-20 წუთი გაგ­რძელ­და, რის შემ­დე­გაც 65 წლის ოთხჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა (მი­სი­ვე თქმით) კაც­მა ორ­ჯერ ეს­რო­ლა ახალ­გაზ­რდა ბიჭს.

პო­ლი­ცია ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბი­დან 6-7 წუთ­ში მი­ვი­და და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე, ხოლო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მი­სა­მარ­თით ად­გი­ლი­დან მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად მი­ი­მა­ლა“, – წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმარ­ბე­ლი ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი.

მომხდარზე უკვე დაკავებულია 65 წლის მამაკაცი. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას ქირურგიული ჩარევაც დაჭირდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 2 მუხლით. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება.

მსგავსი თემები