პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენს დახმარებისთვის მადლობას უხდის

​ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს და მთელ ამერიკელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ხალხის მხარდაჭერის ლიდერობისთვის. ეს დახმარება, როგორც არასდროს, საჭიროა. ის იცავს ჩვენი დამცველების სიცოცხლეს, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და გვაახლოებს ჩვენ უკრაინაში მშვიდობის აღდეგნასთან“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა, სადაც  უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას 500 მილიონს ეკონომიკური მიმართულებით გამოუყოფს და ქვეყანაში 100 000 უკრაინელს  მიიღებს.

აშშ უკრაინაში 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას აგზავნის

მსგავსი თემები