აშშ უკრაინას ეკონომიკური დახმარების სახით დამატების 500 მილიონს გამოუყოფს დ 100 000 უკრაინელს მიიღებს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონიანი დახმარების პარალელურად, 500 მილიონი დოლარის გამოყოფაც დააანონსა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული დახმარება ეკონომიკური მიმართულების იქნება.

„გვაქვს განზრახვა, უზრუნველვყოთ დამატებით 500 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარება უკრაინის მთავრობისთვის. ეს ფული დაეხმარებათ მათ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის და რეგიონების დახმარებისთვის, რომელიც განადგურდა რუსების მიერ. გასულ თვეში, ევროპაში ყოფნისას გამოვაცხადე, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელს, რომელიც პუტინის ომის მანქანას გაექცნენ. უკვე მივიღეთ ათობით ათასი უკრაინელი აშშ-ში.

დღეს მე ვაცხადებ ახალ პროგრამას უკრაინელებისთვის, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს, რომ ევროპიდან პირდაპირ აშშ-ში ჩამოვიდნენ. ეს უზრუნველყოფს უკრაინელებისთვის მიზანშეწონილ არხებს უსაფრთხო ლეგალური მიგრაციისთვის, რომლებსაც ჰყავთ სპონსორი აშშ-ში, როგორიცაა ოჯახი ან არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ განვაგრძობთ პუტინზე ზეწოლას და რუსეთის მეტ იზოლაციას მსოფლიოში. გუშინ სახაზინო დეპარატამენტმა მიიღო დამატებითი ზომები იმ სუბიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სანქციებზე თავის არიდებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მსგავსი თემები