რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთთან ტყვეების გაცვლა მოხდა. უკრაინულმა მხარემ 19 ადამიანი დაიბრუნა, მათგან ათი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერია. გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილებიც.

რუსეთის ინფორმაციით კი, რუსეთმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა.

 

მსგავსი თემები