რუსეთი ლიეტუვის, ესტონეთის და ლატვიის საკონსულოებს ხურავს

რუსეთი  ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის- ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის  საკონსულოებს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიეტუვის საკონსულოები სანქტ-პეტერბურგში და პსკოვში, ასევე ესტონეთისა და ლიტვის გენერალური საკონსულოები სანქტ-პეტერბურგში დაიხურება და მათი ყველა თანამშრომელი გამოცხადდება “პერსონა ნონ გრატად”.

რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება  მიღებულ იქნა ამ ქვეყნების ხელისუფლების მიერ კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაწევის და მხარდაჭერის გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულოს თანამშრომლებმა  რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები, უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია განსაზღვრულ ვადაში.

მსგავსი თემები