პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ

ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრი უკრაინაში იმყოფება. დანიისა და ესპანეთის პრემიერები ომში მყოფ ქვეყანაში მხარდაჭერისა და ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდენ და საკუთარი თვალით ნახეს არსებული სისასტიკე.

„შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეის ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს ესპანეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.

პრემიერები, დღის ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან.

მსგავსი თემები