ლატვიამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ლატვიის პარლამენტმა, სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი  უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებას. ლატვიის სეიმი მხარს უჭერს დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივას, გააერთიანონ ძალები უკრაინაში ჩადენილი რუსული სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და გამოძიებასთან დაკავშირებით.

ლატვიის სეიმი კატეგორიულად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

სეიმი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასაც მიმართავს და მოუწოდებს სასწრაფოდ დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომ მას სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცეს.

 

მსგავსი თემები