„იქ დაახლოებით 1000 სამოქალქო პირი და 500 დაჭრილია“ – უკრაინა „ მწვანე დერეფანს“ ითხოვს  

უკრაინის ვიცე-პრემიერი რუსულ მხარეს მოუწოდებს, ქალაქ მერიუპოლში, კერძოდ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიიდან სასწრაფოდ უზრუნველჰყოს ე.წ. მწვანე დერეფანი.

„რუსებისგან ვითხოვთ, სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან“. იქ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ისინი ყველა უნდა გამოვიყვანოთ „აზოვსტალიდან“, – აცხადებს ვერეშჩუკი.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ უკრაინელ სამხედროებს, სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, იარაღი დაყრა და ჩაბარება შესთავაზა.

მსგავსი თემები