მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება – მსოფლიო ბანკი

სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება“ – აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი და ამ კრიზისს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან აკავშირებს.

როგორც დევიდ მალპასი აცხადებს, მსოფლიოში სურსათი შემცირდება და პარალელურად, იმ ადამიანების შემოსავალიც, რომლებსაც არსებულ ფასებში მისი შესყიდვა შეეძლებათ.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გამო, მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება. დიახ, ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება.  მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება. მნიშვნელოვანია, მსოფლიოში სასუქისა და საკვების მიწოდების გაზრდა.“

მსგავსი თემები