„ველოდებით პასუხს, გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ომში ჩართული ქვეყნების პრეზიდენტებთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვს. მისი გზავნილი ორივე ქვეყანას უკვე გადასცეს.

როგორც გაეროს წარმომადგენელი განმარტავს, გენერალურმა მდივანმა  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედარა მოითხოვა და შესაბამისი წერილი ორივე ქვეყნის წარმომადგენელს გადაეცა.

როგორც გაეროში განმარტავენ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მას მერე იქნება, რაც ქვეყნებისგან პასუხს მიიღებენ.

მსგავსი თემები