მარიუპოლიდან ევაკუაციას დღეს ელოდებიან

უკრაინული მხარე შეეცდება, ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა დღეს მოახერხოს. გუშინ დაგეგმილი და ჩავარდნილი პროცესი სავარაუდოდ დღეს შედგება.

ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აკეთებს. ​მისი ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების გეგმა ქალაქიდან 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდა. შესაბამისად, შეეცდებიან. პროცესი დღეს განახლდეს.

მსგავსი თემები