თეთრი სახლი კრემლს სანქციების ახალ პაკეტს უწესებს

უკრაინაში შეჭრისა და ჩადენილი სისასტიკის გამო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს.  სანქციებში მოექცა მთავარი კომერციული ბანკი და 40-ზე მეტი ფიზიკური  და იურიდიული პირი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციებში მოხვდა  ,,კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთის ვირტუალურ ვალუტის ,,მაინინგ” ინდუსტრიაში მუშაობს და მსოფლიოში სიდიდით მესამეა”. ასევე, შტატებმა 635 რუსეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

 

მსგავსი თემები