„ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს“ – შარლ მიშელი

უკრაინაში მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკის კვალი, აცხადებს, რომ ეს სამხედრო დანაშაულია. შარლ მიშელის განცხადებით, ამ სისასტიკის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ.

„გასულ წელს მქონდა შესაძლებლობა, სამჯერ ვწვეოდი უკრაინას. ერთ-ერთ სტუმრობაზე ჩვენ ვიყავით დონბასში და მაშინ ვთქვი, რომ რუსეთი არ არის მედიატორი, რუსეთი კონფლიქტის მონაწილეა. დღევანდელი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ მართალი ვიყავი… შევხვდი ხალხს და სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, არამედ როგორც მამამ, როგორც ადამიანმა. ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად დაისჯება“ – აცხადებს უკრაინაში მყოფი პრეზიდენტი.

შარლ მიშელია შეფასებით, აქ, ადამიანები საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან.

„მათ უნდა გადაიხადონ საფასური იმისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ ქალაქში. ახლა, ისე როგორც თქვენ, მე ვფიქრობ ხალხზე, ჯარისკაცებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე დონბასში, მარიუპოლში, სხვა ქალაქებში, რომლებიც იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, საკუთარი სუვერენიტეტისთვის და იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპებისთვის“ – აღნიშნა მიშელმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები