ბუჩაში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ბრიგადას ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა

ისინი, ვინც უკრაინის ქალაქ ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინა და ადამიანები ამოხოცა,  პუტინმა დააჯილდოვა. საუბარია 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის ჯარისკაცებზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვისთვის ომის კრიმინალებად გამოაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი ქვედანაყოფს, „რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის“ მადლობა გადაუხადა  და „გვარდიის“ წოდება მიანიჭა.

“უკრაინაში სპეცოპერაციისას გამჭრიახი და გაბედული ქმედებებით, ქვედანაყოფის პერსონალი გახდა მისაბაძი მაგალითი სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესასრულებლად”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

მსგავსი თემები