მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ციხის დირექტორს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა დაავალა.

“სასამართლო ავალდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა”, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სასამართლო კი აღნიშნულზე დამატებით ინფორმაციას მოითხოვს უწყებისგან, თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ.

მსგავსი თემები