,,რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, სიტუაცია მძიმეა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, სასამართლო პროცესის მსვლელობისას პირადად ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, კვირას ფეხებში კონტროლი დაკარგა, ბოლო დღეების განმავლობაში კი დაიკლო 12 კგ. სააკაშვილის განცხადებით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა იდენტურია შიმშილობის ყველაზე კრიტიკული ფაზის.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აქვს მუდმივი ზოგადი სისუსტე და იღებს იგივე მედიკამენტებს, რასაც ციხეში მოხვედრამდე იღებდა.

,,ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა’’- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები