,,ჩვენ წინ გვაქვს ძალიან დიდი ცვლილებები’’- მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექს-პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. სასამართლო დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოსავალზე ისაუბრა.

,,არ უნდა დავკომპლექსდეთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს’’- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სიტყვით მიმართვისას ყოფილმა პრეზიდენტმა ცვლილებების აუცილებლობასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა.

,,ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ერთიანობა, ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი, გვჭირდება ცვლილებები სწორედ ამ ერთიანობით და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხელს ჩაკიდებენ, მიუხედავად განსხვავებისა, უბრალოდ ადამიანებმა მოითხოვონ ცვლილებები, ის რაც მათ ეკუთვნით, რომ მათ დაუბრუნდეთ თავიანთი ქვეყანა ამ ძალიან რთულ პერიოდში’’- აღნიშნა სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები