დიდი ბრიტანეთი უკრაინას იარაღს გადასცემს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი უკრაინას მეტი არტილერიით მხარდაჭერას ჰპირდება . მისი განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან დონბასზე შეტევას ელოდა.

“მე დავრწმუნდი დიდი ბრიტანეთის ურყევ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ პალატაში იყო გაზიარებული, შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს და ამ მამაც ხალხს თავის დასაცავად საჭირო იარაღი მიაწოდოს. ეს ახლა კიდევ უფრო სასწრაფოა, რადგან პუტინმა თავისი ძალები გადააჯგუფა და დონბასში ახალი შეტევა დაიწყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საფრთხე დადგებოდა. ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება, მათ მეტი არტილერიით სჭირდებათ მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ მათ გადავცემთ,” – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

მსგავსი თემები