კანადა უკრაინისთვის მძიმე არტილერიას ამზადებს

უკრანელები იბრძვიან ფასეულობებისთვის“ – აცხადებს კანადის პრემიერი და უკრაინისთვის მძიმე არტილერიის გაგზავნას გეგმავს.

„კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას გაუგზავნის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან და პოზიტიური კომუნიკაცია გვაქვს  პრეზიდენტთან.  ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ იმაზე, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. უკრაინელები იბრძვიან იმ ფასეულობებისთვის, რომელსაც ეყრდნობა ბევრი დემოკრატიული საზოგადოება. სწორედ ამიტომ კანადა უკრაინის მხარეს დგას,“ – აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

მსგავსი თემები