გიორგი გახარია ძველით-ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ძველით-ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე, ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

” განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებისა და გადასასვლელებს აკონტროლებენ”, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები