ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დახურულ შეხვედრას გამართავს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი პარლამენტის შემდეგ შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

 

მსგავსი თემები