დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისს საქალაქო სასამართლოში, დღეს  საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.

პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი დარბაზიდან საზოგადოებას მიმართავს და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე ისაუბრებს.

ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამის დასამტკიცებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

მსგავსი თემები