„ტერიტორია დაჭრილებით აივსო“ – ბრიგადის მეთაური მესამე სახელმწიფოში გადაყვანას ითხოვს

ალყაში მოქცეული მარიუპოლის „აზოვსტალის ქარხნიდან“ 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. სერგეი ვოლინა სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება, რომ ტერიტორია დაჭრილებით აივსო და ვერაფერს შველიან.

„ვფიქრობ,  მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აცხადებს ბრიგადის მეთაური.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. აზოვსტალის ქარხანაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები ბავშვები აფარებდნენ თავს, ინტენსიურად იბომბება და ტერიტორია თითქმის სრულად განადგურდა. მოსახლეობა ჩარჩენილია სარდაფებსა და ნანგრევებში.

„გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს“ – ბრიგადის მეთაურის მიმართვა

მსგავსი თემები