„გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს“ – ბრიგადის მეთაურის მიმართვა

ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინა განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს.

„მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი  – ეს არის  მკვეთრი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლავე, ყველა საჭირო საშუალებით ჩატარდება; ასევე, კარგად აღჭურვილი ძალების დაჯგუფება, რომელიც ერთი შეტევით, მკვეთრი დარტყმით ჩვენს თავდაცვით ზონაში გაგვაერთიანებს. ეს ვარიანტი შესაძლებელია, თუმცა რთული და სარისკოა. მეორე  – ეს არის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.  ეს არის, სამხედროებისა და ომში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გასასვლელის უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო კონტროლის შექმნა. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებს, დიპლომატებს, მარიუპოლის გადარჩენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ათასობით ადამიანის სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია”, – აცხადებს ვოლინა.

მსგავსი თემები